მათიკაშვილი – ზურაბიშვილზე: ადამიანი, რომელსაც ჰქვია ქვეყნის პრეზიდენტი, ტყუილებს ლაპარაკობს და ჭორაობს მთელი მსოფლიოს დასანახად

მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ჯერ პროკურატურას, შემდეგ საზოგადოებას უნდა აუხსნას, ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა 17-ჯერ რა მექანიზმებით არის შესაძლებელი.

„სალომე ზურაბიშვილმა რომ განაცხადა, თურმე, ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა 17-ჯერ იყო შესაძლებელი. მოდით, ჯერ პროკურატურას აუხსნას და შემდეგ მთელს საზოგადოებას, რა მანქანებითა და მექანიზმებით ხდება ეს მაინც და მაინც 17-ჯერ და არა 18-ჯერ ან 20-ჯერ. მაგრამ, ის არ მიდის, არ მიბრძანდება პროკურატურაში, რადგან რეალურად მას სათქმელი არ აქვს. ტყუილია ეს ყველაფერი. ადამიანი, რომელსაც ჰქვია ქვეყნის პრეზიდენტი, ტყუილებს ლაპარაკობს და ჭორაობს მთელი მსოფლიოს დასანახად“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები