პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სახელით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები