ზაურ დარგალი: ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ გმირებს

ფაშიზმზე გამარჯვების დღე მარნეულშიც აღნიშნეს. მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, მაჟორიტარ დეპუტატ რუსლან გაჯიევთან ერთად, სოფელ თაზაკენდში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ამრახ ასლანოვის მემორიალური დაფა ყვავილებით შაემკო. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა და ასლანოვის შთამომავლობა ესწრებოდა.
“ჩვენი – ახალგაზრდების ვალია, რომ პატივი მივაგოთ გმირებს იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომი იყო სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.



 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები