რუსთავი-თბილისის გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის ავტობუსის მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
,,დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, რუსთავი-თბილისის გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, ცემენტმზიდი შეეჯახა რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს.
საბედნიეროდ, არ არის მსხვერპლი.
9 ადამიანი, მათ შორის ავტობუსის მძღოლი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
ამ მომენტისთვის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე იმყოფება სტაციონარში, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
რუსთავის მერია მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს თითოეულ მათგანს.
ავტოავარიის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება”,- წერია ინფორმაციაში.