ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ საკირეში, გურეშიძეების უბანში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ საკირეში, გურეშიძეების უბანში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 600 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება, ასევე განხორციელდება საყრდენი კედლების მოწყობა.