ლიეტუვა, რუსული დრონის გამოჩენის გამო, NATO-ს საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერებას სთხოვს
ლიეტუვა რუსეთის დრონის მიერ ქვეყნის ტერიტორიის მეორედ დარღვევის გამო, NATO-ს მისი საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერებას სთხოვს.
ქვეყანამ ნატო-ს მას შემდეგ მიმართა, რაც მეორე უპილოტო საფრენმა აპარატმა ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარი გადაკვეთა.
ოფიციალური ვილნიუსის განცხადებით, მომხდარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თქმით, დრონების შეჭრა, შესაძლოა, პროვოკაციული ხასიათის იყოს, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.
„ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ ნატო-ს პარტნიორებთან, რათა ალიანსმა გაზარდოს საჰაერო სივრცის მონიტორინგი და დრონების საწინააღმდეგო სისტემების მხარდაჭერა,“ – განაცხადა დოვილე შაკალიენემ.
როგორც მედია აღნიშნავს, ბოლო თვეებში, უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების გაძლიერების გამო, ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვარზე მსგავსი ინციდენტების რისკი იზრდება. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა პოლონეთში, რუმინეთსა და ლატვიაში.