ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება

ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება.

ინფორმაციას, ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულიად განახლდება შენობის სახურავი.

,,პროექტის ღირებულება 79 227 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები გივი ჯაოშვილის სახელობის მუზეუმში ზესტაფონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1987 წელს გაიხსნა. მუზეუმში 7000 ექსპონატია დაცული. ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა. ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები. მე – 12 საუკუნის ჯაჭვის პერანგი. შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები. XIX საუკუნის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები