ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთში მაკრონზე თავდამსხმელმა ბრალი აღიარა და სამართლიანი სასჯელი მიიღო, საქართველოში კი ამაღლობელი სახელმწიფოს ადანაშაულებს და ლიბერალური ბაბლი ამართლებს, მაკრონზე თავდამსხმელმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და მსუბუქად დაისაჯა, ხოლო ამაღლობელი ბრალს სახელმწიფოს სდებს და ლიბერალური ბაბლი იცავს

,,დამიენ ტარელი, რომელმაც მაკრონს გაარტყა სილა და დააკავეს, სასამართლომ მას ნაწილობრივ თავისუფლების აღკვეთა და ნაწილობრივ, პირობითი სასჯელი დაუწესა. ლიბერალური “ბაბლისთვის” ეს დიდი შვებაა იყვირონ – ნახეთ, კანონი როგორ ადამიანურად მოექცა მასო. თუმცა, ერთი რამ ავიწყდებათ, ტარელიმ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ახსნა, რატომ მოიქცა ასე. შესაბამისად, სასჯელიც მართლზომიერი იყო მის მიმართ. ჩვენთან კი რას ვხედავთ – მსჯავრდადებული არათუ რაიმეს აღიარებს, პირიქით აქეთ სდებს ბრალს სახელმწიფოს – ჩემი “სწორი” საქციელი თქვენი პროვოცირებულიაო. ჩართულია მთელი ლიბერალური საზოგადოება და “აპრავებს” ამაღლობელს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მზია ამაღლობელისთის, 2 წელი სასჯელი სამართლიანთან ერთად, მეტად მართლზომიერია, რათა ნებისმიერმა მოქალაქემ კარგად დაიმახსოვროს – თუ არ სცემ პატივს სახელმწიფოს, თუ არ თანამშრომლობ სასამართლოსთან და პროვოკაციას უწყობ სამართლებრივ წესრიგს – მიიღებ სასჯელს.

„მზია ამაღლობელს 2 წელი პატიმრობა შეეფარდა და აღშფოთებული წერს ზოგიერთი, ცივილიზებულ სამყაროში არ არსებობს პრაქტიკა, ასეთი მძიმე სასჯელი დაუწესონ ადამიანსო.
ჯერ ერთი, სამართალდამცველზე ფიზიკური შეურაცხყოფა, მძიმე დანაშაულია და ევროპის უმეტეს ქვეყანაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი ემუქრება დამნაშავეს.
და მეორე, სამსახურებრივი მოვალეობის დროს, პოლიციელის ფორმაში, ფიზიკური შეურაცხყოფა სამართალდამცველზე, კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ფაქტს…
და მესამე, მზია ამაღლობელის ფაქტი, კლასიკური პროვოკაციის მცდელობაა, სადაც სახელმწიფოს პირდაპირ იწვევს ლიბერალური სექტა, ცდილობს მართლმსაჯულების პროვოცირებას და დანაშაულის წახალისებას – თუ დაისჯება პროვოკატორი, სახელმწიფო ძალადობს მასზე და თუ არ დაისჯება, შეიქმნება პრეცედენტი, ყველა თავზეხელაღებულმა მიაყენოს შეურაცხყოფა პოლიციელს და კანონი მასზე ვერ იმოქმედებს.
ასეთი დავალება აქვთ მიღებული და ასე ცდილობენ ფონს გასვლას.
ახლა რაც შეეხება მაგალითებისა და ანალოგიების ძიებას, თითქოს დასავლეთში ასეთი დანაშაული დაუსჯელი რჩება;
არსებობს პიროვნება, დამიენ ტარელი, რომელმაც მაკრონს გაარტყა სილა და დააკავეს, სასამართლომ მას ნაწილობრივ თავისუფლების აღკვეთა და ნაწილობრივ, პირობითი სასჯელი დაუწესა.
ლიბერალური “ბაბლისთვის” ეს დიდი შვებაა იყვირონ – ნახეთ, კანონი როგორ ადამიანურად მოექცა მასო…
თუმცა, ერთი რამ ავიწყდებათ, ტარელიმ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ახსნა, რატომ მოიქცა ასე. შესაბამისად, სასჯელიც მართლზომიერი იყო მის მიმართ.
ჩვენთან კი რას ვხედავთ – მსჯავრდადებული არათუ რაიმეს აღიარებს, პირიქით აქეთ სდებს ბრალს სახელმწიფოს – ჩემი “სწორი” საქციელი თქვენი პროვოცირებულიაო. ჩართულია მთელი ლიბერალური საზოგადოება და “აპრავებს” ამაღლობელს.
შესაბამისად, 2 წელი სასჯელი სამართლიანთან ერთად, მეტად მართლზომიერია, რათა ნებისმიერმა მოქალაქემ კარგად დაიმახსოვროს – არ სცემ პატივს სახელმწიფოს, არ თანამშრომლობ სასამართლოსთან, პროვოკაციას უწყობ სამართლებრივ წესრიგს – მიიღებ სასჯელს !“ – წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები