ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში არმიას ღაზაში ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით ინსტრუქციებს მისცემს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში კაბინეტი შეიკრიბება, რათა არმიას ღაზას სექტორში ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით ინსტრუქციები მისცეს.
„ამ კვირაში მე შევკრებ კაბინეტს, რათა არმიას ინსტრუქციები მივცე, თუ როგორ მიაღწიონ ჩვენს მიერ დასახულ სამ საომარ მიზანს.
ჩვენ ინტენსიური ომის შუაგულში ვართ, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ წარმატებებს მივაღწიეთ, რადგან არ ვიყავით გაყოფილები, რადგან გაერთიანებულები ვიყავით და ერთად ვიბრძოდით“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა კაბინეტის სხდომის დაწყებისას.