სამტრედიაში სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია
სამტრედიაში სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხიდის მშენებლობა თანამედროვე ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ფარგლებში, დასრულების ეტაპზეა ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც სოფელ ხუნჯულაურს ნაბაკევთან დააკავშირებს.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ორი სოფლის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კავშირის სრულყოფილად აღდგენას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.
მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. მათ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაოების მიმდინარეობის დეტალები განიხილეს.
ხიდის მშენებლობა თანამედროვე ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ ის სრულად მოემსახურება მოსახლეობას, როგორც უსაფრთხო, ასევე კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად”,- წერია ინფორმაციაში.