B2B შეხვედრები მეტ საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი მოგზაური მოვიზიდოთ და ამ მიმართულებით ჩადებული ინვესტიცია, უფრო შედეგიანი იყოს-Inn-ჯგუფის წარმომადგენელი ერეკლე კოკაია
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში, კერძო სექტორისთვის შეთავაზებულ ინიციატივებს ეხმაურება Inn-ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ერთ-ერთი ახალი პროექტია, რომ ქართული კერძო სექტორი უცხოურ სექტორს დაუკავშირდეს B2B შეხვედრებით – ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს. ეს შეხვედრები საინტერესოა, რადგან ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე ზოგადი გამოფენები, სადაც ძალიან ბევრი კონკურენტიც არის წარმოდგენილი. ასეთ შეხვედრებზე მეტი კონცენტრაცია საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი მოგზაური მოვიზიდოთ და ამ მიმართულებით ჩადებული ინვესტიცია უფრო შედეგიანი იყოს,“ – განაცხადა ერეკლე კოკაიამ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორს მარკეტინგული კამპანიების ახალი ინიციატივები გააცნო. ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზრებზე – ევროპაში, აზიასა და ამერიკაში – საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.