დავით ჩიხელიძე მზია ამაღლობელის განაჩენზე: ოპოზიცია და დიპლომატიური წარმომადგენლობა შეშფოთებულა, თუმცა, კარგად იციან, რომ ამაღლობელმა რაც სამართალდამცველის მიმართ გააკეთა, ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში დასჯადია

,,მზია ამაღლობელის ქმედება სხვადასხვანაირად შეფასდა ოპოზიციაში. კერძოდ, პირველად ითქვა, პოლიციელი ხელში თუ სახელოში სწვდა, ხელის განთავისუფლებას ცდილობდა ხელი აიქნია და მოხვდაო, მეორედ – ღირსი იყო პოლიციელი და იმიტომაც გაარტყაო, მესამედ – შეაფურთხა პოლიციელმა, აგინა და იმიტომ გაარტყაო”, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სამივე აღწერილი სცენა, საკმაოდ განსხვავდება როგორც ფსიქოლოგიურ კონტექსტში, ისე რეალური ქმედების კუთხით, შესაბამისად, ამაღლობელი მატყუარაა.

რაც შეეხება ამაღლობელისთვის გამოტანილ განაჩენს, რაც ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ექსპერტის თქმით, ამაზე აღშფოთებულმა ოპოზიციამ და დიპლომატებმა კარგად იციან, რომ სამართალდამცველის მიმართ მსგავსი ქმედება დასჯადია ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში.

“მზია ამაღლობელის ქმედება სხვადასხვანაირად შეფასდა ოპოზიციაში. კერძოდ, პირველად ითქვა, პოლიციელი ხელში თუ სახელოში სწვდა, ხელის განთავისუფლებას ცდილობდა ხელი აიქნია და მოხვდაო, მეორედ – ღირსი იყო პოლიციელი და იმიტომაც გაარტყაო, მესამედ – შეაფურთხა პოლიციელმა, აგინა და იმიტომ გაარტყაო. სამივე აღწერილი სცენა საკმაოდ განსხვავდება როგორც ფსიქოლოგიურ კონტექსტში, ასევე რეალური მოქმედების კუთხით და სამივე როგორ არის სიმართლე? ამიტომ დასკვნა ერთია: მატყუარაა მზია ამაღლობელი და ის საუკეთესო შემსრულებლიდან, დღეს, პატიმრად იქცა. მას 2 წელი მიუსაჯეს. ბრალდება 351-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას ითვალისწინებს. ამაზე ოპოზიცია და დიპლომატიური წარმომადგენლობა შეშფოთებულია თუმცა, მათ კარგად იციან, რომ ის, რაც სამართალდამცველის მიმართ მზია ამაღლობელმა გააკეთა ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში დასჯადია და ამაზე თვალის დახუჭვა სამართლებრივი ნონსენსია.” – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები