გიორგი ახობაძე: პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ
,,ყველა მედიასაშუალებას დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის”,- ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ახობაძემ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდგომ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი ემოცია, რაც აქვს, არის მადლობა ყველას მიმართ.
„ყველა მედიასაშუალებას დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის. ალბათ, სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები, ისეთი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან. პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ. არ მჯერა, აქ რომ ვარ ახლა, მადლობა გვერდში დგომისთვის.
ძალიან მიყვარხართ ყველა, ბრძოლა ბოლომდე“, – მიმართა სასამართლოს ეზოში საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს გიორგი ახობაძემ.