ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო შაქშაქეთში, სარწყავ სისტემაში წყლის მიწოდება შეწყვეტილია
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო შაქშაქეთში, ავარიულად დაზიანდა 1400 მმ-იანი წყალგამტარი, რის გამოც ტაშისკარის სარწყავ სისტემაში წყლის მიწოდება შეწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარწყავი წყალი არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: აბისი, ბერძენაული, ზემო და ქვემო შაქშაქეთი, კოდავარდისუბანი, მოხისი, თამარაშენი, ფცა, ქვენატკოცა, არადეთი, ბრეთი, საღოლაშენი, წვერი, ბებნისი, რუისი, ურბნისი.
“ადგილზე მობილიზებულია „საქართველოს მელიორაციის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
დაზიანების მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამუშაოები ხვალ, 7 აგვისტოს, დღის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც სისტემაში სარწყავი წყალი გაეშვება,”- წერია ინფორმაციაში.