გია ვოლსკი: გიორგი გახარიაზე ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს

“გიორგი გახარიაზე ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „თიბისი ბანკის” დამფუძნებლისთვის გაგზავნილ წერილზე შს მინისტრ გახარიას მიმართ ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განმარტებით, ცალკეულმა პირებმა წერილი ააფრიალეს, რომელიც, თითქოსდა, გახარიას მიერ არის შედგენილი.
„ცალკეულმა პირებმა ააფრიალეს და ამ ფურცელს დაარქვეს წერილი, რომელიც, თითქოსდა, გახარიას მიერ არის შედგენილი. რასაკვირველია, არც წყაროს დიდი ძებნა არ სჭირდება, საიდან მომდინარეობს ორკესტრირებული შეტევა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აქ „თიბისი ბანკზე” არ არის საუბარი, ეს არის ძალიან კომპეტენტური, საინტერესო ორგანიზაცია დიდი მსოფლიო ავტორიტეტით. აქ არის ლაპარაკი ცალკეულ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც განიზრახეს და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად პროცესი წარმართეს პოლიტიკური კალაპოტით, მაშინ როდესაც არსებობს გარკვეული შეკითხვები, მნიშვნელოვანი ფინანსური საეჭვო ტრანზაქციები, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის მთავარი თემა“, – აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები