ლევან კობერიძე: ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა განმარტოს, რა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის მოტივი

ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა განმარტოს, რა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის მოტივი,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ მკაფიოდ თქვას, თუ რატომ აყენებს ამ საკითხს. ჩნდება აღქმა, რომ მათ უბრალოდ უნდათ იყვნენ პარლამენტში და ამიტომ აყენებენ ამ მოთხოვნას. სხვა მხრივ, ეს მოთხოვმა ჩემთვის გაუგებარია. თქვენც კითხეთ და მეც ვკითხავ აუცილებლად, თუ რა არის ამ მოთხოვნის მოტივი”, – განაცხადა დეპუტატმა

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც რეჟიმი, გასამართლებული უნდა იყოს.

“ნაციონალური მოძრაობა”, როგორც რეჟიმი, უნდა იყოს გასამართლებული. ასევე მასში გაწევრიანებულ პირებს შეუძლიათ გამართონ ნებისმიერი აქცია, შეიკრიბონ სადაც უნდა. ამ არჩევნებშიც და სხვა არჩევნების დროსაც დავინახეთ, რომ ყველა აქციამ ჩაიარა მშვიდობიანად. ასევე იქნება ახლაც. თუმცა ვფიქრობ, თელავში მთავარი მოვლენა არა აქცია, არამედ ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება”, – განაცხადა კობერიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ინაუგურაცია ჩაშალონ, დეპუტატმა ასე უპასუხა: „ვერაფერსაც ვერ ჩაშლიან”.

რაც შეეხება ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი აღარ ჩანს, კობერიძემ უპასუხა, რომ “ვიღაცას შეიძლება მართლა ჰქონდეს სურვილი, რომ ეს ადამიანი გაქრეს პოლიტიკური ველიდან, თუმცა ის უფრო აქტიურია. ყველა თავის რეჟიმში მუშაობს და ყველაფერი მიდის წინ, სრული სვლით”,-აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები