გია ვოლსკი: ოპოზიციის ქცევა არ შეესაბამება ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქცევა არ შეესაბამება თანამედროვე, საერთაშორისო, დემოკრატიულ პრინციპებს ან ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს.
აღნიშნული განცხადება დეპუტატმა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 16 დეკემბერს თელავში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად უნდა გაიმართოს.
გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის ქმედებები ყოველთვის დესტაბილიზაციისა და დესტრუქციისკენ იყო მიმართული.
კითხვაზე, თუ რატომ დასახელდა ინაუგურაციის ადგილად თელავი, ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თელავში არჩევნები წააგო და ამ ჟესტით ის ხაზს უსვამს, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება.
„თელავი შერჩეული იყო იმ პრინციპით, რაზედაც სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ ვრცლად და სიღრმისეულად საუბრობდა, რომ არჩეული პრეზიდენტი უნდა იყოს პრეზიდენტი ყველასთვის, მათ შორის თუნდაც იმ რეგიონში, სადაც ხმების მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობით მაინც წააგო ოპონენტთან. სიმბოლურია კახეთში ამ ინაუგურაციის ჩატარება და თუკი ერეკლე მეფის სასახლეზე მიდგა ლაპარაკი, ეს იყო ადამიანი, რომელიც თავისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ იყო გამორჩეული და ესეც გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები