პროექტი „ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა“ დასრულდა
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიმიერ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობის“ დახურვა გაიმართა.
როგორც „კვირას“ კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის ხელმძღვანელმა გოჩა გოჩიტაშვილმა და სოფლის რჩეულებმა პროექტის შესახებ ისაუბრეს.
მათ პროექტის გამნახორციელებელი ჯგუფის წევრებს გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადეს.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შედეგად 6 ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 მაღალმთიან და 3 გამყოფი ხაზის პირა სოფელში არჩეულია რჩეულები.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე მოსახლეობაში საჭიროებების კვლევა – ანკეტური გამოკითხვაც ჩაატარეს.
6 სოფელში კოდისწყარო, ქვემო ჭალა, ოკამი, ახალქალაქი, კავთისხევსა და წინარეხში გაიხსნა კომპიუტერული ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სათემო-საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებასთან თანამშრომლობის, გამჭვირვალეობისა და ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით სათემო ცენტრებში განთავსდა ყუთები „მუნიციპალიტეტის პარტნიორი“.
რჩეულებისა და საჯარო მოხელეებისათვის საჭირო ტემებზე ტრენინგები ჩატარდა.
ღონისძიების დასასრულს, კი პროექტის პერიოდში ჩატარებული საქმიანობების ამსახველი ფოტო პრეზენტაცია გაიმართა.
იმავე დღეს, გოჩა გოჩიტაშვილმა პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტენინგების მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.