“თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული” – კალანდარიშვილი
“თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული”, – ამის შესახებ გადაცემა „ქრონიკაში“ საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
„სასაუბრო ძალიან ბევრია, იმიტომ, რომ განსაკუთრებით ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი მანიპულაციური ინფორმაცია გვესმოდა. მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, პატივი ვცეთ საზოგადოებას. თუ მართლაც ჩვენი მიზანია ჭეშმარიტების, ობიექტურობის დადგენა, ასეთ შემთხვევაში მოხდეს ინსტიტუციაში, შესაბამის უწყებებში ინფორმაციის ვერიფიცირება, გადამოწმება და არა ასე მანიპულაციურად.
მთავარია, რა არის სიმართლე, მთავარია, რომ რეალურად ინსტიტუცია, ვენდორი კომპანია, ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარე ვართ უკიდურესად გამჭვირვალეები, ღიები, დაწყებული როგორც დაგეგმვის პროცესით, დასრულებული კენჭისყრის ადმინისტრირებით. რა თქმა უნდა, თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა