ბორჯომში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი ჩაერთო.
ამ დროისთვის ხეობაში ნისლი არ არის და შესაბამისად, საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, ხანძრის ლიკვიდაციაში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას.
საჭიროების შემთხვევაში, სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვა ვერტმფრენები, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მიერ გამოგზავნილი ავიაციაც ჩაერთვება.