გიორგი მღებრიშვილი: ავიაციას იმ დოზით აღარ გამოვიყენებთ, რაც აქამდე გამოვიყენეთ
“ჩვენ დღეს ავიაციას იმ დოზით აღარ გამოვიყენებთ, რაც აქამდე გამოვიყენეთ, რადგან დღეს, ძირითადად, ხმელეთზეა სამუშაო, ცოცხალი ძალის მეშვეობით”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა გასული ღამე შეაჯამა ბორჯომის ხეობაში და აღნიშნა, რომ დილიდან მცირე კერების დამუშავება მიმდინარეობს.
„ჩვენ მაინც 24-საათიან რეჟიმში, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ყველა სამსახური, რომელიც აქ ვიმყოფებით, მუშაობას კოორდინირებულად განვაგრძობთ . ადგილზე რჩება ავიაცია. ამის მიუხედავად, ჩვენ დღეს ავიაციას იმ დოზით აღარ გამოვიყენებთ, რაც აქამდე გამოვიყენეთ, რადგან დღეს, ძირითადად, ხმელეთზეა სამუშაო ცოცხალი ძალის და ტექნიკის გამოყენებით. დღეს საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს, წინა დღეებთან შედარებით“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა ყველა სამსახურს და თითოეულ ადამიანს, ვინც ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.