ბორჯომის ხეობაში, ნისლის გამო, ვერტმფრენებმა მუშაობა ვერ განაახლეს
დილიდან, ბორჯომის ხეობაში, ნისლის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენებმა მუშაობა ვერ განაახლეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ამინდი გაუმჯობესდება, სამი ვერტმფრენი მუშაობას განაახლებს. მინისტრის განმარტებით, საქართველოში რჩება მეზობელი ქვეყნების ავიაცია და საჭიროების შემთხვევაში, ისინი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან.
“ავიაცია ამ წუთში არ მუშაობს, რადგან ამინდი არ აძლევს საშუალებას. ნისლია. ავიაცია ადგილზე რჩება. ჩვენი ორი ვერტმფრენი და ერთი თურქული მხარის ვერტმფრენი იმუშავებენ. დღის განმავლობაში, თუ დაგვჭირდა, დანარჩენი ვერტმფრენებიც იმუშავებენ”, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.