აღაიანში ზურაბ მუზაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა

სოფელ აღაიანში ქართულ ჭიდაობაში ზურაბ მუზაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. ზურაბ მუზაშვილი მეხანძრე – მაშველი იყო, რომელმაც 2015 თბილისის სტიქიის დროს 8 ადამიანი გადაარჩინა და თვითონაც დაიღუპა, იგი ასევე მოჭიდავეც იყო.
ტურნირში მონაწილეობდნენ 2003 და 2004 წელში დაბდებული მოჭიდავეები. ზურაბ მუზაშვილის სახელობის თასი მცხეთელმა, 14 წლის გიორგი ჯინჭარაშვილმა მოიპოვა. გამარჯვებულებს გადეცათ პრიზები და მედლები. ტურნირს ესწრებოდნენ: საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე, საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ჯამბოლატ ქამაძე.
ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ: კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა და გამგეობის სპორტის დაწესებულებების გაერთიანება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები