გურიაში უამინდობამ პრობლემები შექმნა: წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შავიზღვისპირა ზოლში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ურეკისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულებში წაქცეულია ხეები, კერძო და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს გადახდილი აქვთ სახურავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების კონსტრუქციები, ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ავტომობილები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, გუშინვე დაიწყო სალიკვიდაციო ღონისძიებები, გაწმენდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება.
მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები