სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ადგილობრივი სააგენტო News Armenia ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში კატასტროფების ლიკვიდაციის ცენტრის ერთი ბრიგადა და ერთი სამაშველო მანქანაც ჩამოვა.
როგორც News Armenia-ს სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განუცხადეს, საქართველოში სომხეთის სამაშველო სამსახურის დირექტორის, მუშეგ კაზარიანის ხელმძღვანელობით 56 ადამიანი გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები