ილია ელოშვილი: ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი 300 მმ-იანი გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შეუფერხებლად მუშაობს
“ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი 300 მმ-იანი გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შეუფერხებლად მუშაობს”,-ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.
“ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასევე, შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.