“მობილიზებულია დამატებითი რესურსები, თუ საჭირო გახდება მათი გამოყენება, გამოვიყენებთ”

“ვითარდება არ არის მარტივი – მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა, გარკვეული კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მთლიანად ხანძრის – ჯერჯერობით ვერ ხერხდება”, – ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია 3 საფრენი საშუალება, მათ შორის, 2 საქართველოს, ხოლო ერთი – აზერბაიჯანის კუთვნილი.
„ჩვენ გუშინ ღამის განმავლობაში ვაწარმოეთ მოლაპარაკება თურქულ მხარესთან და ორი ვერტმფრენი რამდენიმე საათში შემოგვიერთდება.
ვითარდება არ არის მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო ლოკალიზაციისთვის აქტიური მუშაობა, გარკვეული კარების ლოკალიზება მოხერხდა, მაგრამ მთლიანად ხანძრის – ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას.
გვაქვს მობილიზებული დამატებითი რესურსები, თუ საჭირო გახდება მათი გამოყენება, გამოვიყენებთ“, – განაცხადა ჯანელიძემ. მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზება, ტექნიკის გარდა, ამინდზეცაა დამოკიდებული. „ეს მარტო ტექნიკაზე არ არის დამოკიდებული, არამედ დამოკიდებულია ამინდზე, რელიეფზე.
ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დღეს ხანძრის ლოკალიზება მოხერხდეს“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები