,,ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა” – კასპში ტრენინგი ჩატარდა
ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივად დაფინანსებული პროექტის ,,ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა” ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქის სათემო – საკონსულტაციო ცენტრში ტრენინგი ჩატარდა.
კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ტრენინგის თემატიკა მოიცავდა „ლიდერობას“ და „საგრანტო პროექტის“ წერას.
შემდგარმა ჯგუფმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული სწავლებაც გაიარა, რაც ჯგუფური მუშაობით შემოიფარგლა.
ტრენინგის ორგანიზატორი იყო მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი პროექტის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ პროექტით 3 გამყოფი ხაზისპირა და 3 მაღალმთიან სოფელში საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი სათემო – საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნა.