ქვემო ჭალაში წყალსადენის მაგისტრალის ქსელებისა და სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ქვემო ჭალაში წყალსადენის მაგისტრალის ქსელების და სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ასრულებს.
„პროექტი ითვალისწინებს დრენაჟის მოწყობას, რეზერვუარის რეაბილიტაციას, შიდა დაქსელვას, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, საქლორატოროს და დარაჯის ოთახის მოწყობას. პროექტის განხორციელება სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლით სრულად უზრუნველყოფს.
სამუშაოების ღირებულება 876 505 ლარია, რომელიც 70% ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო 30 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.