კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში 5-კილომეტრიანი გზა კეთდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაათავალიერა. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება, კეთდება სანიაღვრე არხები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. კაჭრეთი-ზემო კაჭრეთის გზის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და შემოდგომიდან ადგილობრივები ახალი გზით შეძლებენ სარგებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები