ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ სოფელ ნატანებში მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
გამგებელი ადგილზე მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და წყალმომარაგების კომპანია „სატისის“ დირექტორთან,  დავით ცერცვაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამუშაოები ნატანების ადმინისტრაციული ერთეულის ე.წ. მე-17 ბრიგადაში მიმდინარეობს. როგორც გამგებელმა აღნიშნა, კონკრეტულ უბანს წყლის მიწოდების პრობლემა ჰქონდა.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო 105 000 ლარი. ნატანების ამ უბანს ჰქონდა წყლის მიწოდების პრობლემა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრულ წყალს მიიღებს,“- აღნიშნა გამგებელმა.
პროექტი მომზადებულია სოფლების წყალმომარაგების კომპანია „სატისის“ მიერ. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი წყალსადენი 107 აბონენტს მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები