ოქტობრიდან, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს სოფლები ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, მხარის გუბერნატორთან ერთად, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი 10- კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ საავტომობილო გზის მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები. ოქტომბრიდან წალენჯიხისა და ჩხოროწყუს სოფლები ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება.
აღნიშნულ გზაზე ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და ადგილობრივები გადაადგილებას კომფორტული გზით შეძლებენ.
სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.
ზურაბ ალავიძე პროექტების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და რეგიონებში შიდა გზებზე არსებულ ვითარებას ეცნობა.