სოფელ მამხუტში ბეტონის გზის საფარი დაიგება

სოფელ მამხუტში, 3 400 მეტრზე, ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გვერდულები, სანიაღვრეები და ბოგირი. ბეტონის გზის მშენებლობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები