ბოლნისში, სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ქალაქ ბოლნისში, სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პრიორიტეტი” განახორციელებს.
ამ ეტაპზე 600 გრძივ მეტრზე ბაზალტის ქვით მოპირკეთება ხორციელდება.
მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე ცხაურებიც.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისას 30-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
სააკაძის ქუჩის ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები