ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია იწყება

ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია იწყება. სასმელი წყლის პროექტის სამუშაოების შედეგად დაზიანებულ ასფალტის საფარს კომპანია „ინსი” აღადგენს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაზიანებული გზის საფარი დღეს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დაზიანებული გზების საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე კვირას დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები