თელავში მშენებარე სპორტულ კომპლექსთან მისასვლელი ახალი გზა იგება
რეგიონულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თელავში მშენებარე მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსთან მისასვლელ ახალი გზას აკეთებს. ამ დროისთვის ობიექტზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი გაკეთდება, ასევე მოეწყობა პარკინგი და სკვერი. სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.
დაწყებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და შიდა გზებზე არსებული ვითარებას გაეცნო. მინისტრი საქართველოს მასშტაბით პროექტების მონიტორინგს განაგრძობს და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ყველა რეგიონში ეცნობა.
თელავში, პარალელურად რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო გზების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რაც გზებზე ასფალტ-ბეტონის დაგებას, ტროტუარების და სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს.