ზურაბ პატარაძე გომის მთაზე შუამთობის დღესასწაულს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის გომის (თაგინური) მთაზე შუამთობის სახალხო დღესასწაულს დაესწრო და მემთეურებს დღესასწაული მიულოცა.

სახალხო დღესასწაულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დ სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, კულტურული და სპორტული სანახაობები გაიმართა.

დღესვე გომის მთაზე (მთა თაგინური) ელექტრო გადამცემი ხაზების დადგმაც აღინიშნა. გასულ კვირას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტის 6 მთის ელექტროფიკაციის პროცესს გაეცნო. იალაღების ელექტროფიკაცია შუახევის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს. უკვე სრულდება ჩირუხის, კატრიანი-ყავრიანი-გრძელგორის და მერიაყელის მიმართულებით მთების ელექტროფიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები