ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში  სარწყავი არხები  დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს  „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსმა, დავით კიკოლაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში  სარწყავი არხები  დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და რწყვის სეზონის მიმდინარეობა განიხილეს. კიკოლაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია რეგიონალური შტაბების მუშაობასა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების შესახებ მიაწოდა, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს რწყვის პროცესთან  დაკავშირებული   ნებისმიერი ტიპის საკითხის მოგვარება.    ცხელი ხაზის ნომერია: 15 01

ქვემო ქართლის რეგიონში 2012 წლიდან სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255  ჰექტრამდეა გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები