ქართველი მხატვრების მიერ მოხატული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

1 ივლისს, 19:00 საათზე, მაღაზიაში “ქართული ავეჯის ანდერგრაუნდი” ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ მოხატული ავეჯის, სახლის აქსესუარების და სხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენა საქველმოქმედოა და მოეწყობა პროექტის – “გახსოვდეს 1000 წვრილმანი” საფუძველზე. გამოფენაში სახელწოდებით “გახსოვდეს 1000 წვრილმანი” მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა. მათ მოხატეს და გააფორმეს მაღალხარისხიანი, სპეციალურად მალაიზიიდან ჩამოტანილი ავეჯი, სახლის აქსესუარები და სხვადასხვა დასახელების ნივთი, რათა დახმარებოდნენ საქართველოს სამარიტიელთა კავშირის პროგრამებში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს.
“როდესაც თანამედროვე ქართული გამოყენებითი ხელოვნების საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონის ჩატარების იდეა გამიჩნდა, მივმართე საქართველოს სამარიტელთა კავშირს, რომლის ეგიდით განხორციელდა პროექტი: “გახსოვდეს ათასი წვრილმანი”. საქართველოს სამარიტელთა კავშირს საქველმოქმედო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს და სისტემატურად ახორციელებს პროექტებს ამ ხაზით. 2013 წლის 15 დეკემბერს გემოფენა-აუქციონი გაიმართა თბილისის ისტორიის მუზეუმში და საკმაოდ კარგი შედეგებით დასრულდა. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ ხელოვანებს უანგაროდ გაწეული შრომისათვის, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება”, – განუცხადა „კვირას“ პროექტის ხელმძღვანელმა, ქეთი გალდავაძე.
გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, მსურველს საშუალება ექნება, შეიძინოს საქართველოში დამზადებული ავეჯი და სახლის აქსესუარები. ქართული ავეჯის ანდერგრაუნდი არის მაღაზია, სადაც წარმოდგენილია ქართველი დიზაინერებისა და მწარმოებლების მიერ შექმნილი სხვადასხვა პროდუქცია: ხის ავეჯი, დეკორაციები, მხატვრული ნამუშევრები და სხვა.
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის 3/5 (თავისუფლების მოედანთან)

გამოფენაში სახელწოდებით “გახსოვდეს 1000 წვრილმანი” მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მხატვრები:
ავთანდილ გურგენიძე
არჩილ თურმანიძე
ბეჟან შველიძე
გია ჯაფარიძე
გიო სუმბაძე
გიორგი გაგოშიძე
გოგი ოჩიაური
გოგი შხვაცაბაია
გუგა კოტეტიშვილი
გურამ დოჩანაშვილი
გურამ ნიკოლაძე
დავით გაგოშიძე
დათი კაკაბაძე
დიმიტრი ერისთავი
ეთერ ჭკადუა
ელდარ შენდელაია
ზაზა ლოდია
ზაირა ნადირაშვილი
ზურაბ გომელაური
ზურაბ ნიჟარაძე
თამაზ ხუციშვილი
თამუნა მელიქიშვილი
თამუნა ჩაბაშვილი
თემო მაჭავარიანი
თიკა ჩხიკვიშვილი
თინა ჩხიკვიშვილი
თუთუ კილაძე
ია გოგიშვილი
იური ბერიშვილი
კოტე მინდაძე
კოტე სულაბერიძე
კოტე ჯინჭარაძე
ლევან მარგიანი
ლევან ხარანაული
ლორეტა შენგელია
ლუიზა ლაფერაძე
მაია სუმბაძე
მაია ჯებირაშვილი
მერაბ ბერძენიშვილი
მურთაზ შველიძე
ნიკო კარცივაძე
ნიკო ცეცხლაძე
ნინო ბურკაძე
ნინო ოჩიაური
ნინო ჩუბინაშვილი
ოთარ ვეხვაძე
ოთარ იოსელიანი
ოლეგ ქოჩაკიძე
ოლიკო ზაუტაშვილი
რაულ ხალვაში
რუსუდან ფეტვიაშვილი
ქეთი გალდავაძე
ყარამან ქუთათელაძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები