როსტომ ჩხეიძის ახალი ბიოგრაფიული რომანის – „მისიონერი“ განხილვა გაიმართა

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“  თაოსნობით, ლიტერატურის ინსტიტუტში, როსტომ ჩხეიძის ახალი ბიოგრაფიული რომანის – „მისიონერი“ განხილვა გაიმართა. წიგნის განხილვაში, რომელიც სოლომონ დოდაშვილის ცხოვრების ქრონიკაა, ისტორიკოსებმა, ფილოლოგებმა და სტუდენტებმა მწერალთან ერთად მიიღეს.

როსტომ ჩხეიძე რომანში სოლომონ დოდაშვილს, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა და იმდროინდელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, „ილიამდელ ილიას“ უწოდებს. როსტომ ჩხეიძის დოკუმენტურ რომანში ისიცაა აღნიშნული, რომ ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე სოლომონო დოდაშვილი 1836 წელს, 31 წლის ასაკში, ჭლექით გარდაიცვალა.

„სოლომონ დოდაშვილი მხოლოდ ევროპეიზმის მქადაგებელი არ იყო და გარკვეულწილად დღევანდელი სახელმწიფოს ფუძემდებელიც კია. სწორად შენიშნავს ბატონი როსტომი, როცა თავის წიგნში მეტაფორულად ილიამდელ ილიას უწოდებს, მთელი მე-19 საუკუნის მოღვაწეები სწორედ სოლომონ დოდაშვილის იდეების გამგრძელებლები იყვნენ,

დოკუმენტური პროზა, როგორც ჟანრი, ურთულესია, რადგან მოითხოვს მწერლის დიდ ნიჭს, ასევე, ფაქტობრივი მასალების ცოდნას. წიგნში ძალიან ბევრი კონცეპტუალური წიაღსვლებია და ძალიან ბევრი ფაქტია წინ წამოწეული, ზოგჯერ ისტორიკოსებისთვისაც გასაოცარი, რადგან საინტერესო ფაქტების მიღმა მოვლენებია ხოლმე საინტერესო და არა მხოლოდ საარქივო მასალები.

მაია ჯალიაშვილი: სოლომონ დოდაშვილზე წერა იოლიც არის და ძნელიც . იოლი იმიტომაა, რომ ავტორს ბევრი მასალა აქვს. ძნელი კი იმიტომ, რომ მისი მრავალმხრივი პიროვნება სრულყოფილად წარმოაჩინო. როსტომ ჩხეიძემ თხრობის არაჩვეულებრივი მანერით, მასალის ორიგინალური დალაგებითა და კომპოზიციით ნამდვილად შეძლო , შეექმნა მნიშვნელოვანი რომანი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მის შემოქმედებაში, არამედ, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები