ბანგლადეშის ყოფილ ლიდერს სიკვდილით დასჯა მიესაჯა

ბანგლადეშის ტრიბუნალმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გასულ წელს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისთვის, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ჰასინა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო გასამართლებული, დაუსწრებლად გაასამართლეს. ის ინდოეთში ემიგრაციაში ცხოვრობს.

როგორც “ბიბისი” წერს, ბანგლადეშმა ოფიციალურად მოითხოვა მისი ექსტრადიცია, მაგრამ ჯერჯერობით ინდოეთს არ გამოუხატავს მზადყოფნა, დაემორჩილოს მოთხოვნებს.

ჰასინამ დაგმო დაკას სასამართლოს განაჩენი და მას „მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

„ვამაყობ ჩემი მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებისა და განვითარების კუთხით მიღწეული შედეგებით. მე არ მეშინია ჩემი ბრალმდებლების წინაშე სათანადო ტრიბუნალზე წარდგენის, სადაც მტკიცებულებები სამართლიანად იქნება აწონ-დაწონილი და შემოწმებული“, – თქვა მან და დროებით მთავრობას მოუწოდა, ეს ბრალდებები ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები