გიორგი ვოლსკი ორგანიზაცია „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის” წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ორგანიზაცია „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის” წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

“საუბარი ასევე შეეხო საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიო მასშტაბით ამჟამად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, რთული გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნის ამოცანებზე, სტაბილურობისა და განვითარების პროცესის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ქვეყნის მოსაზღვრე სახელმწიფოების სამეზობლო პოლიტიკასა და მათთან საქართველოს ურთიერთობაზე, ასევე, რუსეთ-უკრაინის ომზე და უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებებზე.

გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების მნიშვნელობას და ახალგაზრდების როლს ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების პროცესში.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდების მიერ დასმული კითხვები საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებს შეეხებოდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები