მე-6 ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

მე-6 ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა შეაჯამეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმასა და მიმართულებებზე, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს უწყებათაშორის სექტორულ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით.

“ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას პარტნიორი სახელმწიფოების იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ყოველწლიურად ღონისძიებას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობს. ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები განიხილავენ აქტუალურ საკითხებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. წლევანდელი ფორუმის თემატური სესიები დაეთმო ადამიანის უფლებების დაცვის, ციფრული სერვისების განვითარების, სამართლებრივ და იურიდიული მომსახურების სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლის, მედიაციისა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

ფორუმის ფარგლებში, სომხეთის იუსტიციის მინისტრს უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ; გაიმართა ორმხრივი შეხვედრა პაატა სალიასა და სრბუი გალიანს შორის.

სომხეთის დელეგაციამ მოინახულა, ასევე, თბილისის იუსტიციის სახლი და ქალთა №5 პენიტენციური დაწესებულება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები