19 წლის ქალმა სხვადასხვა მამაკაცისგან ტყუპები გააჩინა
ბრაზილიაში 19 წლის ქალმა ტყუპი ბიჭები გააჩინა, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ბიოლოგიური მამა ჰყავს.
ექიმებმა დნმ-ის ტესტირებით დაადასტურეს, რომ ორივე ბავშვს ერთი და იგივე დედა ჰყავდა, თუმცა სხვადასხვა მამაკაცისგან იყვნენ ჩასახულნი მას შემდეგ, რაც გოგონამ ორივესთან სქესობრივი კავშირი 24 საათის განმავლობაში დაამყარა.
ექიმების თქმით, საქმე ეხება ჰეტეროპატერნალურ სუპერფეკუნდაციას — მდგომარეობას, როცა ქალს ერთსა და იმავე ციკლში ორი კვერცხუჯრედი უყალიბდება, ხოლო ისინი სხვადასხვა სქესობრივი კავშირის შედეგად, სხვადასხვა მამაკაცის სპერმით განაყოფიერდება.
სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი შემთხვევები უკიდურესად იშვიათია და მსოფლიოში ათეულობით დადასტურებული ფაქტია.
ოჯახის ექიმმა განმარტა, რომ ქალმა ორსულობის მთელი პერიოდი გართულებების გარეშე გაიარა, ხოლო ბავშვები ჯანმრთელად დაიბადნენ.