“პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომლითაც, ჩვენი პოლიტიკის ფარგლებში, კიდევ უკეთ ვიზრუნებთ პოლიციელების მდგომარეობაზე” – წილოსანი

“პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომლითაც, ჩვენი პოლიტიკის ფარგლებში, კიდევ უკეთ ვიზრუნებთ პოლიციელების მდგომარეობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, ეს ადამიანები ყოველდღიურად შესაძლოა, სიკვდილს უყურებდნენ თვალებში.

“ისინიც და მათი ოჯახის წევრებიც უნდა იყვნენ მყარად დაცული. ყოველი მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომ, როგორც მათი უშუალო მინისტრი, ასევე, მთლიანად ხელისუფლება, აქტიურად იზრუნებს პოლიციელების კეთილდღეობაზე”, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები