მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები გაციფრულდა
კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები გაციფრულდა.
„მერაბ აბრამიშვილი – გამჭვირვალე მეხსიერება“ ბაია გალერეას მეგა პროექტია, რომლის ფარგლებში მხატვრის რეტროსპექტული გამოფენა მოეწყო, ახალი კატალოგი გამოიცა და ავტორის ვებგვერდი შეიქმნა.
მერაბ აბრამიშვილი (1957-2006) თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში გამორჩეული მხატვარია, რომლის შემოქმედების არსი სიცოცხლის მარადიულობის თემას ეხმიანება.
ბაია გალერეა აქტიურად იკვლევს მხატვრის კულტურულ მემკვიდრეობას და აგროვებს ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო კოლექციებში დაცული დღემდე უცნობი ნამუშევრების შესახებ“, – წერია „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


