კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორ გურამ აბესაძის გარდაცვალების გამო
კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორ გურამ აბესაძის გარდაცვალების გამო.
„მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თეატრის განვითარების საქმეში და, ამ კუთხით, განსაკუთრებით დიდი ამაგი მიუძღვის ოზურგეთის, ბათუმისა და ცხინვალის თეატრების წინაშე.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი გურამის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერია ინფორმაციაში.