ლიტერატურული პრემია „საბას” 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბა” 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს კონკურსმა უკვე 23-ედ შეაჯამა ლიტერატურული წელიწადი და გამოავლინა წლის საუკეთესო ავტორები და წიგნები. თუმცა, მათივე თქმით, „კვლავ „საბასთვის“ უჩვეულო გარემოში, მხოლოდ ციფრულ სამყაროში, რადგან ვფიქრობთ, რომ სადღესასწაულო ღონისძიებისთვის ახლა შეუფერებელი დროა.
ამიტომაც, ვგრძნობთ რა დიდ პასუხისმგებლობას თანამედროვე ქართველი ავტორებისა და ლიტერატურული პროცესის წინაშე, მსგავსად შარშანდელი წლისა, წელსაც თიბისის მხარდაჭერით, დაჯილდოების ღონისძიებისთვის განკუთვნილი სახსრები სრულად მიემართება ფულად პრიზებზე არა მხოლოდ გამარჯვებულებისათვის, არამედ კონკურსის ყველა ფინალისტისთვისაც“.
ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა კონკურსის ლიტერატურულმა ჟიურიმ – განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ცხრა სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული:
„საბა” 2025-ის ჟიურის წევრები იყვნენ:
მარი ბექაური, მწერალი;
ლია ლიქოკელი, პოეტი;
დავით ქართველიშვილი, მწერალი;
ლელა დუმბაძე, მთარგმნელი;
ტორესა მოსი, მწერალი.
„საბა” 2025-ის ლაურეატები არიან:
1. საუკეთესო რომანი – ირაკლი მეტრეველი „ნებადართული ჯადაქრობა” („სულაკაურის გამომცემლობა“);
2. საუკეთესო პოეტური კრებული – რეზო გეთიაშვილი „მეოთხე პირის ნიშანი” („კალმოსანი“);
3. საუკეთესო პროზაული კრებული – მამუკა დოლიძე „გამოფენა” („მერანი“);
4. საუკეთესო პიესა – ნოდარ მამაცაშვილი „ლოკოკინას სინდრომი” („აწმყო“);
5. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – სოფიო შამანიდი „აუტანელი კაცები/„აუტანელი ქალები“ (სულაკაურის გამომცემლობა);
6. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – გიორგი საჯაია „ლპობა” (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო);
ლექსო ჩხაიძე „გარეთ, ქარში საკითხავი” („კალმოსანი“);
7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ანა მარგველაშვილი „წერილები მეფეს” („ალონი“);
8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ანი კოპალიანი, ადამ მიცკევიჩის „ჯიადი”(გამომცემლობა „ინტელექტი“);
9. ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ლერი ალიმონაკსა და ზაზა აბზიანიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები