ხულოში ორდღიანი იდეათონი განხორციელდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ხულოში განხორციელდა ორდღიანი იდეათონი. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამა ითვალისწინებს ინოვაციური მეწარმეებისთვის სპეციალურ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციების კულტურის ჩამოყალიბებას და სტარტაპ გუნდების ფორმირების ხელშეწყობას.
“პროექტის ფარგლებში, ხულოში ჩატარდა იდეების გენერირების ორდღიანი პრაქტიკული კურსი ადგილობრივი მეწარმეებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ბიზნეს იდეების შექმნა და მათი განვითარებისათვის საჭირო ცოდნის მიღება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის ხელმძღვანელი ქეთევან ბულისკერია, ასევე ადგილობრივი მეწარმეები და ახალგაზრდები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
