ლატვიური საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართება

21 ნოემბერს, 19:00 საათზე,   კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლატვიური საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართება – „სიმღერით დავიბადე, სიმღერით ვცოცხლობ”.  კონსერვატორიის ინფორმაციით, კონცერტი ეძღვნება აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების დაარსების 90 წლისთავს.
მონაწილეები: იაზეპს ვიტოლის ლატვიის მუსიკის აკადემიის სტუდენტური გუნდის ჯგუფი, დირიჟორი – ვალდის ტომსონსი;
თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი.
სპეციალური სტუმარი, კომპოზიტორი – იაკაბს იანჩევსკი;
პროექტის ავტორები და ხელმძღვანელები –
პროფესორი რომანს ვანაგსი და პროფესორი ლიანა ჭონიშვილი

პროგრამა:
1. ლატვიური ხალხური სიმღერა – ‘Dziedot dzimu, dziedot augu’ – ალფრედ კალნინშის არანჟირება, დირიჟორი ვალდის ტომსონსი;
2. ლატვიური ხალხური სიმღერა ‘Es gulu, gulu’ – არიის შკეპასტსის არანჟირება, დირიჟორი ალისე ლივა ტაუბე;
3. ლატვიური ხალხური სიმღერა – ‘Seši mazi bundzinieki’ – ერიკს ეშენვალდსის არანჟირება, დირიჟორი სანტა ლუსა;
4. ლატვიური ხალხური სიმღერა – ‘Dindaru, dandaru’ – ლაურა იაკაბსონის არანჟირება, დირიჟორი კარინა იაბლონსკა;
5. ლატვიური ხალხური სიმღერა ‘Kas gulēja Jāņu nakti’ – უგის პრაულინშის არანჟირება, დირიჟორი ვალდის ტომსონს;
6. ემილის მელნგაილის – ‘Jāņuvakars’, დირიჟორი რომანს ვანაგსი;
7. იაკაბს იანჩევსკის – ‘When’, დირიჟორი ვალდის ტომსონს;
8. იაკაბს იანჩევსკის – ‘Mater amabilis’, დირიჟორი სალომე ხუციანი;
9. იაკაბს იანჩევსკის – ‘Atsalums’, დირიჟორი ნინი ცინცაძე;
10. იაკაბს იანჩევსკის – ‘Lux aeterna’, დირიჟორი რომანს ვანაგსი;
11. იაკაბს იანჩევსკის – ‘Koki’, დირიჟორი რომანს ვანაგსი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები